guriis mxare  
  
 
 
 
 
Coxatauris municipaliteti - baxmaros pionerTa banaki
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, კურორტ ბახმაროში. სახლი გამოიყენებოდა პიონერთა კოლექტიური დაასვენებისთვის.

arqiteqtura

ერთ სართულიანი ნაგებობა დგას მდინარე ბახვისწყლის სამხრეთით, უჩხუბის ქუჩაზე, სამანქანო გზიდან 20 მეტრში. ნაგებობა მართკუთხა გეგმაშია ჩაწერილი და გადახურულია ოთხქანობიანი თუნუქის სახურავით. დაქანებული რელიეფის გამო, ნაგებობა მთავარი ფასადის მხარეს უფრო მაღალ, ხის მასიურ სვეტებსა და რამდენიმე ბეტონის სვეტეს ეყრდნობა. სამანქანო გზისკენ მიმართული მთავარი ფასადი ჰორიზონტალურად ვითარდება. შენობის სახეს ქმნის აივნის კუთხეებში თლილი და სტილიზებული კაპიტელებით დაბოლოებული სვეტების თანმიმდევრული რიგი და მათ შორის ჩართული სტალაგმიტისებური სხივებით შედგენილი შეწყვილებული რკალის მოყვანილობის ფარდები ქმნის. მთავარი ფასადი ასევე გაფორმებულია ხის სადა შეფიცრული მოაჯირით, რომელიც გაფორმებულია რითმულად განლაგებული მართკუთხედებით, რომელთა ბოლოები მომრგვალებულია. აივანზე გამავალი ღიობები სიმეტრიულადაა განლაგებული. შენობას არსებულ გარემოში და განაშენიანებაში აკისრია დომინანტის როლი.

 

ადმ. ცენტრი ჩოხატაური
მდებარეობა ბახმარო
დასრულდა 1960
სართულთა რაოდენობა 1

foto galerea